Технологии Blogger.

ჩვენ

ჩვენ

თანამშრომლობა

თანამშრომლობა

რეფლექსია


რეფლექსიის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მოდელი (Gibbs, 1998)
რეფლექსური სწავლება წრიული პროცესია, როდესაც იწყებ ცვლილებების განხორციელებას, რეფლექსია და შეფასება თავიდან იწყება.
აღწერა: აღწერა იმისა, რაც მოხდა, ამ ეტაპზე არანაირ დასკვნას და შეფასებას არ აკეთებ; უბრალოდ, აღწერ.
გრძნობები: რა იყო შენი გრძნობა/ემოცია და რეაქცია მომხდარზე? ჯერ-ჯერობით არ გადახვიდე ანალიზზე.
შეფასება: რა იყო კარგი ან ცუდი მომხდარში? გააკეთე ღირებულებითი შეფასება.
ანალიზი: ამ სიტუაციიდან რა დასკვნა შეიძლება გამოიტანო? სხვების გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ აფასებ სიტუაციას? სხვების გამოცდილება მნიშვნელოვნად განსხვავდება?
დასკვნა (ზოგადი): ზოგადად რა დასკვნას გამოიტან ამ სიტუაციიდან?
დასკვნა (კონკრეტული): შენი პრაქტიკისთვის რა დასკვნას გამოიტან?
პერსონალური სამოქმედო გეგმა: მომავალში მსგავს სიტუაციებში როგორ იმოქმედებ? რას გააკეთებ სხვანაირად? მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებ?