Технологии Blogger.

ჩვენ

ჩვენ

თანამშრომლობა

თანამშრომლობა

თვითშეფასება


რატომ თვითშეფასება ?!

  • თვითშეფასების პროცესი მასწავლებლის პროფესიული და პიროვნული განვითარების ნაწილია;
  •  თვითშეფასება აყალიბებს ბუნებრივ ტენდეციას, თავად შეამოწმო/გაზომო პროგრესი;
  • სასწავლო პროცესის შემდგომი დაგეგმვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ პედაგოგი აღიარებს თავისი პრაქტიკის გასაუმჯობესებელ მიმართულებებს, სუსტ მხარეებს; 
  •  მასწავლებელს თვითშეფასების გამოყენება შეუძლია რათა შეაფასოს საკუთარი შესრულება და ასევე შეიმუშაოს საჭიროებაზე მორგებული პროფესიული განვითარების გეგმა;
  • თვითშეფასება ზრდის მასწავლებლის პასუხისმგებლობასა და დამოუკიდებლობას;
  • თვითშეფასების, როგორც პროცესი, ისე შედეგი მასწავლებელს „თავს საკუთარი მუშაობის პროცესის წარმმართველად“ აგრძნობინებს; თვითშეფასება ორიენტირებულია პოტენციური პარტნიორების ძიებისკენ, რომლებთან ერთადაც მასწავლებლები დაძლევენ სიძნელეებს და არა ისეთი აქტივობების განხორციელებისკენ, რომლებიც თავს მოახვიეს;
  • თვითშეფასება აძლიერებს შეფასების განმავითარებელ ფუნქციას;
  • თვითშეფასება მასწავლებელს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შემსწავლელად აქცევს;
  • თვითშეფასების პროცესი შესაძლოა დაეხმაროს პედაგოგს არა მარტო არსებული პრობლემების მოგვარებაში, არამედ იგი მას დაეხმარება პრობლემის იდენტიფიცირებაში, მისი დახმარებით მასწავლებელი გადაჭრის ისეთ პრობლემებს, რომელთა არსებობაც კი არ აქვს გაცნობიერუბული თვითშეფასების გაკეთებამდე;
  • თვითშეფასების ინსტრუმენტად „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის გამოყენებისას, კოლეგები ერთმანეთს ეხმარებიან სუსტი მხარეების აღმოჩენასა და მათი დაძლევის გზების ძიებაში. მასწავლებელი, რომელიც ხედავს კოლეგის გასაუმჯობესებელ მიმართულებებს, თავადაც ფიქრობს თავის პრაქტიკაზე და შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ესა თუ ის კონკრეტული მიმართულება მისთვისაც არ წარმოადგენს ძლიერ მხარეს. ძლიერი მხარეები კი დამკვირებელ მასწავლებელს გადააქვს საკუთარ პრაქტიკაში და იგი მისთვის ხდება ბიძგი, მეტად ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ საკითხს, რაც ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას. კოლეგის შეფასება მას ასევე უვითარებს შეფასების უნარს;
  • თვითშეფასების გამოყენება ამაღლებს მასწავლებლის თვითეფექტურობის განცდას;
  •  თვითშეფასება ხელს უწყობს მასწავლებლის რეფლექსური უნარების განვითარებას; რეფლექსია მასწავლებელს ეხმარება უწყვეტ პროფესიულ ზრდაში, ასევე ესაა შესაძლებლობა, განავითარო პრაქტიკაზე დაფუძნებული თეორია, გადაიტანო თეორია პრაქტიკაში (theory in use).