Технологии Blogger.

ჩვენ

ჩვენ

თანამშრომლობა

თანამშრომლობა

ერთობლივი დაგეგმვა და დაკვირვება


პედაგოგების მიერ გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა და შესწავლა

ეს მეთოდი შემდეგი ეტაპებისაგან შედგება:
  •  მასწავლებლები საკუთარი გამოცდილებისა და კომპეტენციების გამოყენებით გეგმავენ კონკრეტულ გაკვეთილს; 
  •  ერთ-ერთი პედაგოგი ატარებს დაგეგმილ გაკვეთილს პრაქტიკულად, ხოლო მეორე ესწრება საგაკვეთილო პროცესს და აკვირდება შერჩეული სტრატეგიააქტივობების ადეკვატურობას; 
  •  გაკვეთილის დასრულების შემდეგ მასწავლებლები განიხილავენ საგაკვეთილო პროცესს, მსჯელობენ მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, თანხმდებიან ხარვეზების გამოსწორების გზებზე და შეაქვთ შესაბამისი ცვლილებები გაკვეთილის გეგმაში; 
  •  განახლებული გეგმით უკვე მეორე პედაგოგი ატარებს გაკვეთილს, ხოლო მეორე დამსწრის როლშია და აკვირდება პროცესს; 
  • პედაგოგები კვლავ აანალიზებენ საგაკვეთილო პროცესს და მსჯელობენ ერთობლივად. 

სხვა მასწავლებლებთან ერთად მუშაობა და იდეების გაცვლა პროფესიონალიზმის ზრდის საუკეთესო გზაა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით პედაგოგები იზიარებენ კოლეგის გამოცდილებას, აანალიზებენ სამუშაო პროცესს და საბოლოო ჯამში ახალი ცოდნის კონსტრუირება ხდება. რაც მთავარია, ამ მიდგომის შედეგად სკოლის ბაზაზე იქმნება ხარისხობრივად უფრო სრულყოფილი და პრაქტიკაში გამოცდილი რესურსი საგაკვეთილო გეგმების სახით, რომელთა გამოყენებაც უკვე სხვა მასწავლებლებსაც შეუძლიათ.