ურთიერთანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური სტრატეგია ე. წ. “კრიტიკული მეგობრების” ინსტიტუტი, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას. ეს მიდგომა ერთ-ერთი ეფექტიანი და ხემისაწვდომი ფორმაა სკოლის ბაზაზე პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
განათლების სპეციალისტები ურთიერთდაკვირვების რამდენიმე ფორმას გამოყოფენ, თუმცა ყველა მათგანისათვის უცვლელია შემდეგი ეტაპები:
- დაკვირვების წინა შეხვედრა - მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზეც ხდება დასწრება, აცნობს კოლეგას გაკვეთილის გეგმას; უხსნის, რა სახის დახმარებას ელის მისგან, რის შემდეგაც კოლეგები ერთობლივად შეიმუშავებენ გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმებს;
- გაკვეთილზე დასწრება - დაკვირვება გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესზე ან ცალკეულ დეტალებზე და შედეგების დეტალური აღნუსხვა;
- გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა - დაკვირვების შედეგების ერთობლივი ანალიზი, შეფასება და გაკვეთილის გეგმაში კორექტირების შეტანა.