როდესაც სკოლაში არის თანამშრომლობითი კულტურა, მასწავლებლები ერთად გეგმავენ სასწავლო პროცესს, კრიტიკულად აფასებენ ერთმანეთს და ცდილობენ თავად აღმოაჩინონ სასწავლო პროცესში წარმოშობილი პრობლემების მიზეზები, პრობლემის გადაჭრისთვის დაგეგმონ და განახორციელონ ალტერნატიული ინტერვენციები და შეაფასონ მიღებული შედეგი. ეს დაუსრულებელი პროცესია, სადაც ერთი პრობლემის გადაჭრის შემდეგ იწყება ახალი წრე. თანამშრომლობა მასწავლებლებს ეხმარება ჩამოყალიბდნენ მასწავლებელ-მკვლევარებად.
ხელს უწყობს თანამოაზრეთა გუნდის შექმნას, ასევე დადასტურებულია, რომ თანამშრომლობით გარემოში მასწავლებელი პოზიტიურად არის განწყობილი საქმისადმი, ეს კი ხელს უწყობს კადრების შენარჩუნებას მასწავლებლის პროფესიაში, რაც დღეს აქტუალური პრობლემაა.