Технологии Blogger.

ჩვენ

ჩვენ

თანამშრომლობა

თანამშრომლობა

14.01.2016

                  მასწავლებლის პროფესიული განვითარების 
                            ფასილიტატორი 

ძირითადი დანიშნულება -მასწავლებელთა დახმარება პროფესიულ საქმიანობაში, რათა მათ შემდგომში დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი პრაქტიკის წარმართვა და გაუმჯობესება,
   ფასილიტატორს თავად ირჩევს სკოლა ,თითოეულ სკოლაში ფასილიტატორების რაოდენობა განისაზღვრება მოცემულ სკოლაში მასწავლებელთა რაოდენობის მიხედვით. სკოლას შეუძლია აირჩიოს 1 ფასილიტატორი ყოველ 12-დან 25-მდე მასწავლებელზე.ფასილიტატორს მოეთხოვება ინტენსიური და პოზიტიური თანამშრომლობა თავის კოლეგებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.
 ეს გახლავთ ის ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი განვითარდეს სწავლა-სწავლება სკოლებში, იცნობს იმ გარემოს და ისტორიას , სადაც უწევს მუშაობა ;
   
ინტენსიური თანამშრომლობა ფასილიტატორი მასწავლებელს ეხმარება სქემით განსაზღვრული აქტივობების გონივრულად დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებაში. თანამშრომლობს მასწავლებლებთან – ინდივიდუალურად ან ჯგუფურად,ის ეცნობა და, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მასწავლებელს თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში საკუთარი საჭიროებების გამოვლენაში, შემდეგ ინიდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაში, უწევს კონსულტირებას, მხარს უჭერს მას შესაბამისი აქტივობების განხორციელებაში, ასევე, როგორც შეფასების ჯგუფის წევრი, აფასებს მის მუშაობას უშუალოდ გაკვეთილზე დაკვირვებისა და პროფესიული საქაღალდის შეფასების საშუალებით, და, რაც მთავარია, აწვდის მას უკუკავშირს.
მოვალეობა -დაეხმაროს ყველას – როგორც მასწავლებლებს, ისე სქემაში ჩართულ სხვა პირებს – პროფესიულ ურთიერთობებში საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობების კარგად გააზრებაში. (ძირითადი უფლება მოვალეობები იხილე ქვევით)
ფასილიტატორი უნდა ფლობდეს -კომუნიკაციის განსაკუთრებულ ტექნიკას, აქტიური მოსმენისა და კითხვების დასმის სტრატეგიებს,
თვითგანვითარება -ფასილიტატორი უნდა ზრუნავდეს არა მხოლოდ კოლეგებისა და სკოლის პროფესიულ განვითარებაზე, არამედ თვითგანვითარებაზეც.კოლეგებთან თანამშრომლობას ორმხრივი სარგებელი მოაქვს. გამოცდილების ურთიერთგაზიარების, მოსაზრებათა და შეხედულებათა გაცვლის გზით კოლეგები სწავლობენ და იზრდებიან, როგორც პროფესიონალები. ამასთანავე, მუშაობისას ფასილიტატორს კარგი 
შესაძლებლობა ეძლევა გამოავლინოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. 
                                            ფასილიტატორის ფუნქციები:
  • მასწავლებლის დახმარება ინდივიდუალურ პროფესიულ საჭიროებათა დადგენაში სქემის თანახმად.
  • თვითშეფასების ობიექტურობის ხარისხის უზრუნველყოფა და მასწავლებლის თვითრეფლექსიის უნარის სათანადაოდ გამომუშავება.
  • მასწავლებლის დახმარება პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაში. 
ფასილიტატორის მუშაობა საქმიანობის ამ ეტაპზე შესაძლებელია შემოიფარგლოს მხოლოდ ზედამხედველობით, მაგალითად, მას შეუძლია გამოჰკითხოს მასწავლებლებს, დაესწრნენ თუ არა ტრენინგებს, გაეცნენ თუ არა შესაბამის რესურსებს და ა.შ. ასევე რამდენად შეუწყო ხელი ამ აქტივობებმა მათ პროფესიულ წინსვლას, შეძლეს თუ არა ახლად შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა და ა.შ. ფასილიტატორის მასწავლებლებთან მუშაობის ფორმატი საქმიანობის ამ ეტაპზე შესაძლებელია იყოს ჯგუფური. ფასილიტატორს მასწავლებლებთან კომუნიკაციისთვის შეუძლია გამოიყენოს ელექტრონული ფოსტაც. მას შემდეგ, რაც მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლები დაასრულებენ თვითშეფასების კითხვარის შევსებას, ფასილიტატორმა, სასურველია, გააანალიზოს შედეგები, დააჯგუფოს პრობლემები და დაგეგმოს ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები.

 მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის, როგორც მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის, უფლება-მოვალეობებია:
  • დაესწროს მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და შეაფასოს ისინი გაკვეთილზე დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკის გამოყენებით; 
  • მონაწილეობა მიიღოს მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების შიდა საგაკვეთილო დაკვირვების მოსამზადებელ შეხვედრებში; 
  • მონაწილეობა მიიღოს განმავითარებელი შეფასების შემუშავებაში მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილის, ასევე მათ მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების საფუძველზე; 
  • შეაფასოს მასწავლებლების პროფესიული საქაღალდეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია დადგენილი კრიტერიუმებისა და რუბრიკების მიხედვით; 
  •  მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლისთვის კრედიტქულების მინიჭების, ასევე მისთვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის თაობაზე მასწავლებლის შეფასების ჯგუფის განხილვებში. 
  •  მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის განსაკუთრებული ფუნქცია შეფასების ჯგუფში არის მასწავლებლებისთვის შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისა თუ სხვა საქმიანობების შეფასების საფუძველზე განმავითარებელი შეფასებისა და რეკომენდაციების მიწოდება. მოთხოვნის შემთხვევაში, ფასილიტატორი ვალდებულია, პირადად გააცნოს მასწავლებელს შეფასების ჯგუფის რეკო- მენდაციები და მისცეს მას ყველა საჭირო განმარტება. 


რა შემთხვევაში უწყდება შეფასების ჯგუფის წევრს უფლებამოსილება?
  • პირადი განცხადების საფუძველზე; 
  • შიდა მონიტორინგის დროს გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში.
  • გარე მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი კანონდარღვევის შემთხვევაში;
  • სკოლის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს, როგორც შეფასების ჯგუფის წევრებს, უფლებამოსილება უწყდებათ: თუ გარე მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდება, რომ სკოლის დირექტორი/დირექტორის მოადგილე არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ მოვალეობას;